ნიკოლოზ სამხარაძემ "იმედი ლაივში" ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა
ნიკოლოზ სამხარაძემ "იმედი ლაივში" ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. სამხარაძის განცხადებით, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს სთხოვა მიეწოდებინა ინფორმაცია თუ რას გულისხმობენ სხვადასხვა ხარვეზებთან დაკავშირებით, რაც ანგარიშში იყო ჩამოთვლილი. როგორც სამხარაძე აღნიშნავს, ეუთოს მისიის დამკვირვებლებს ამომრჩევლის მოსყიდვის არცერთი შემთხვევა არ უნახავთ
