პროკურატურა მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისაგან, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი და მიზნად ისახავს მხოლოდ პროკურატურის და მიმდინარე გამოძიების დისკრედიტაციას
პროკურატურა მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისაგან, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი და მიზნად ისახავს მხოლოდ პროკურატურის და მიმდინარე გამოძიების დისკრედიტაციას. საგამოძიებო უწყებამ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ვერიფიკაციის აპარატებზე საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოითხოვოს ვერიფიკაციის აპარატებში დაცული ინფორმაცია, რომელიც ასახავს საარჩევნო უბნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა მონაცემებს. საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება მიმდინარეობს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
