„გლადიატორი 2"-ის პრემიერა
ლონდონში რიდლი სკოტის ორი ათასი წლის ოსკაროსანი ფილმის, „გლადიატორის” მეორე ნაწილის პრემიერა შედგა. ჩვენებას კინოსურათის ვარსკვლავურ შემადგენლობასთან ერთად, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამეც ესწრებოდა. გლადიატორი 2, ამერიკის დიდ ეკრანებზე მომდევნო კვირაში გამოდის. პროექტმა, რომელზეც რიდლი სკოტი თითქმის 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა, კრიტიკოსთა დადებითი შეფასებები უკვე დაიმსახურა
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
