საკოლექციო მონეტები
ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს „ევრო 2024“-ის საკოლექციო მონეტები გადასცა. ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის ფეხბურთელებს ვერცხლის, ხოლო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს, ოქროს მონეტები გადაეცათ. მონეტებისთვის დიზაინის ესკიზები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით მომზადდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს სპორტულ თემატიკაზე აქამდე სხვა მონეტებიც აქვს გამოშვებული. მათ შორის, რაგბიში, კალათბურთში, ფეხბურთსა და ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენების წარმატებული ასპარეზობის აღსანიშნავად
