უკრაინის გენშტაბი ირწმუნება, რომ ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში ოკუპანტმა ვერ შეაღწია
უკრაინის გენშტაბი ირწმუნება, რომ ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში ოკუპანტმა ვერ შეაღწია. რუსმა მედესანტეებმა ქალაქის მარცხენა სანაპიროზე შეტევა განახორციელეს, თუმცა უკრაინელებმა მათი განდევნა შეძლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალები ასევე უარყოფენ ცნობას იმის შესახებ, რომ ოკუპანტი, დონეცკის ოლქის სოფელ ილინკას აკონტროლებს, მათი მონაცემებით, დასახლებაში პოზიციური ბრძოლებია. პარალელურად, უკრაინის გენშტაბში ადასტურებენ, რომ დონეცკის ოლქში კურახოვოსა და პოკროვსკისკენ აქტიური საბრძოლო მოქმედებებია
