გერმანიის პარლამენტის 113 დეპუტატი ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვას ითხოვს
გერმანიის პარლამენტის 113 დეპუტატი ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვას ითხოვს. შესაბამისი წინადადება სხვადასხვა ფრაქციის დეპუტატებმა ბუნდესტაგში შეიტანეს. ისინი ითხოვენ, რომ ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიის არაკონსტიტუციურობის საკითხი განიხილოს. სასამართლოს მიერ პარტიის ქმედებების ქვეყნის მთავარ კანონთან შეუსაბამობის დამტკიცების შემთხვევაში, დეპუტატები ითხოვენ, რომ „ალტერნატივას გერმანიისთვის” შეუწყდეს სახელმწიფო დაფინანსება, ჩამოერთვას პარტიის აქტივები და ისინი სახელმწიფომ საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენოს. 100 ზე მეტი დეპუტატი ამ საკითხის პარლამენტში განხილვას უახლოეს მომავალში ითხოვს, რადგან სამთავრობო კრიზისის გამო, 2025 წელს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია
