საქართველოს ავიაბაზარზე ბერძნული ავიაკომპანია SKY express-ი შემოვიდა
საქართველოში კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა. ბერძნული SKY express-ი პირდაპირ რეგულარულ რეისებს, ათენიდან თბილისის მიმართულებით, კვირაში სამჯერ ასრულებს. ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში მიღება გაიმართა. SKY express-ი ეგეოსის ავიახაზებისა და Wizz Air-ის შემდეგ მესამე კომპანიაა, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს შორის პირდაპირ რეისებს ასრულებს
