თბილისის მერი კრწანისის რაიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და თაბორის მთის ბილიკი დაათვალიერა
თბილისის მერი კრწანისის რაიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და თაბორის მთის ბილიკი დაათვალიერა. ბილიკი ბააზოვის ქუჩას და თაბორის მთის ფერიცვალების მამათა მონასტერს აკავშირებს .პროექტის ფარგლებში მოეწყო ლითონის კონსტრუქციის კიბე, მოაჯირები და განათების სისტემა, ასევე დამონტაჟდა კამერები. თბილისის პანორამული ხედის უკეთ დასათვალიერებლად და მოსასვენებლად ადგილზე მოეწყო ტერასები. პროექტის ღირებულება მილიონ ლარზე მეტია. ტურისტული ბილიკის დათვალიერების შემდეგ, კახა კალაძემ ახლად რეაბილიტირებული ფირდოუსის ქუჩა დაათვალიერა. ფირდოუსის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
