სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობისა და სასოფლო სამეურნეო აღწერა დაიწყო
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობისა და სასოფლო სამეურნეო აღწერა დაიწყო. მონაცემთა შეგროვების პროცესი 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღწერა ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე, დღეიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდით, რომლის დროსაც რესპონდენტები დამოუკიდებლად, ინტერვიუერების გარეშე, ელექტრონულად ავსებენ კითხვარებს მათთვის სასურველ დროსა და ადგილზე. მეორე ეტაპზე, 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, მონაცემები შეგროვდება საქსტატის 12 000-მდე ინტერვიუერის მიერ კარდაკარის პრინციპით. საქსტატი აღწერას ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ატარებს