რატომ უნდა გაუქმდეს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული რეგულაციები და რატომ უშლის ხელს ოჯახური ღირებულებების დაცვა, ქვეყნის ევროინტეგრაციას? მმართველი გუნდი კონკრეტულ არგუმენტებს ელოდება
რატომ უნდა გაუქმდეს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული რეგულაციები და რატომ უშლის ხელს ოჯახური ღირებულებების დაცვა, ქვეყნის ევროინტეგრაციას? მმართველი გუნდი კონკრეტულ არგუმენტებს ელოდება. ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით მოწოდება, ევროპარლამენტში გამართულ დებატებზეც იყო. ამ მოწოდების საპასუხოდ სახელისუფლებო გუნდში კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება ხალხის დაკვეთაა და მისი გაუქმება არ იგეგმება. ოპოზიცია კი, რომელიც ამ თემაზე საუბრისგან არჩევნებამდე თავს იკავებდა, ახლა ღიად ამბობს, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონი პრობლემას წარმოადგენს
