ჯო ბაიდენი და სი ძინპინი 16 ნოემბერს პერუში შეხვედრას გამართავენ
ჯო ბაიდენი და სი ძინპინი 16 ნოემბერს პერუში შეხვედრას გამართავენ. ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის პრეზიდენტები სამხრეთ ამერიკის ქვეყანაში დაგეგმილ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში ჩავლენ. ამერიკული მედიის ცნობით, ლიდერები ვაშინგტონსა და პეკინს შორის არსებულ ურთიერთობებთან ერთად გლობალურ საკითხებზეც ისაუბრებენ.
