დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაზე სრული კონტროლი ექნება
დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაზე სრული კონტროლი ექნება - არჩევნების უახლესი შედეგებით, რესპუბლიკურმა პარტიამ, წარმომადგენელთა პალატაშიც უმრავლესობა მოიპოვა. რესპუბლიკელები ახლა კონგრესის ორივე პალატას აკონტროლებენ. სენატისა და წარმომადგენელთა პალატისგან მხარდაჭერა კი ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, საკუთარი პოლიტიკის გატარებას გაუმარტივებს.
