გერმანიის პარლამენტის 113 დეპუტატი ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვას ითხოვს
გერმანიის პარლამენტის 113 დეპუტატი ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვას ითხოვს. შესაბამისი წინადადება სხვადასხვა ფრაქციის დეპუტატებმა ბუნდესტაგში შეიტანეს. ისინი ითხოვენ, რომ ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიის არაკონსტიტუციურობის საკითხი განიხილოს.
