ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია, იტალიაში „მერანოს ღვინის ფესტივალში“ მონაწილეობდა
ფესტივალის ფარგლებში, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაციაც გაიმართა, რომელსაც იტალიელი სომელიე უძღვებოდა. 33-წლიანი ისტორიის მერანოს ღვინის ფესტივალი მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია. 2022 წელს, მერანოს ღვინის ფესტივალის ფარგლებში, ქართული ქვევრი, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იტალიის ამ ერთ-ერთი უძველესი ქალაქის ცენტრში დაიდგა.
