საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა. ბერძნული სქაი ექსპრესი პირდაპირ რეგულარულ რეისებს, ათენიდან თბილისის მიმართულებით, კვირაში სამჯერ ასრულებს. ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში მიღება გაიმართა.
