სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის და სასოფლო სამეურნეო აღწერა დაიწყო
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის და სასოფლო სამეურნეო აღწერა დაიწყო. მონაცემთა შეგროვების პროცესი 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღწერა ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდით, რომლის დროსაც რესპონდენტები დამოუკიდებლად, ინტერვიუერების გარეშე, ელექტრონულად ავსებენ კითხვარებს მათთვის სასურველ დროსა და ადგილზე.