ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო. ლაშა ფირცხალაიშვილის მომზადებულმა გუნდმა ჯგუფის მასპინძელი შვედეთი 2:1 დაამარცხა. ქართველები თავდაპირველად აგებდნენ, თუმცა ჯერ 70-ე წუთზე გიორგი ნიკოლაიშვილმა გაათანაბრა, 88-ე წუთზე კი საბა გეგუჩაძემ გამარჯვების ბურთი გაიტანა. მომდევნო შეხვედრას ქართველები 16 ნოემბერს ნორვეგიელებთან ჩაატარებენ.
