იერუსალიმის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ადვოკატების მოთხოვნა
იერუსალიმის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ადვოკატების მოთხოვნა, სისხლის სამართლის პროცესში ჩვენების მიცემის 10 კვირით გადადების თაობაზე. სასამართლოს განმარტებით, ნეთანიაჰუს მოსამზადებლად 5 თვე ჰქონდა და ის ვალდებულია სასამართლოში გამოცხადდეს. ნეთანიაჰუ სასამართლოს წინაშე 2 დეკემბერს უნდა წარდგეს. მას თაღლითობისა და კორუფციის ბრალდებას უყენებენ.
