ბუნდესტაგის სხვადასხვა ფრაქციის 100-ზე მეტმა დეპუტატმა, გერმანიის პარლამენტში პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვის შესახებ შუამდგომლობა შეიტანა
ბუნდესტაგის სხვადასხვა ფრაქციის 100-ზე მეტმა დეპუტატმა, გერმანიის პარლამენტში პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვის შესახებ შუამდგომლობა შეიტანა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი 113-მა პარლამენტარმა მოაწერა. ისინი ითხოვენ, კონსტიტუციასთან პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შესაბამისობის საკითხი ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს. გერმანული კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვის პროცედურის დასაწყებად ბუნდესტაგში ხმათა უმრავლესობაა საჭირო.
