ღვინის ეროვნული სააგენტოს და ასოციაციის „ქართული ღვინო“ მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია, იტალიაში „მერანოს ღვინის ფესტივალში“ მონაწილეობდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს და ასოციაციის „ქართული ღვინო“ მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია, იტალიაში „მერანოს ღვინის ფესტივალში“ მონაწილეობდა. ფესტივალის ფარგლებში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაციაც გაიმართა, რომელსაც იტალიელი სომელიე უძღვებოდა. 33-წლიანი ისტორიის მერანოს ღვინის ფესტივალი მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია. 2022 წელს, მერანოს ღვინის ფესტივალის ფარგლებში, ქართული ქვევრი, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იტალიის ამ ერთ-ერთი უძველესი ქალაქის ცენტრში დაიდგა.
