თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის”, “ძლიერი საქართველოსა” და საიას სარჩელები არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის”, “ძლიერი საქართველოსა” და საიას სარჩელები არ დააკმაყოფილა. მხარეები საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. განხილვის შემდეგ სასამართლომ, დაადგინა რომ უბნებზე ფარულობა დარღვეული არ იყო. სხდომის მიმდინარეობისას სპეკულაციური განცხადებების გამო, მოსამართლემ თამარ კორძაიას კორექტულობისკენ რამდენჯერმე მოუწოდა.
