COP29 - პრემიერი კონფერენციაზე
ჩვენ ერთად ვაქცევთ სამხრეთ კავკასიის რეგიონს შესაძლებლობებისა და წარმატებების რეგიონად!- ამ სიტყვებით დაასრულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბაქოში სიტყვით გამოსვლა. ირაკლი კობახიძემ კლიმატის ცვლილებების 29-ე სამიტის მონაწილეებს მიმართა. გლობალურ დათბობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა და საქართველოს მზადყოფნაზე შეიმუშაოს ახალი სამოქმედო გეგმა მომავალი წლისათვის. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა ისიც, რომ გარემოს დაცვის უფლებას საქართველოს კონსტიტუცია ადამიანის ძირითად უფლებებს შორის აღიარებს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
