გამოცემა „ბილდის“ ცნობით, რუსეთის არმია დონეცკის ქალაქ ტორეცკის 70 პროცენტს აკონტროლებს
გამოცემა „ბილდის“ ცნობით, რუსეთის არმია დონეცკის ქალაქ ტორეცკის 70 პროცენტს აკონტროლებს. უკრაინელმა სამხედროებმა, კონტრიერიშების მიუხედავად, ოკუპანტის ქალაქიდან განდევნა ამ დრომდე ვერ შეძლეს. ასევე ვრცელდება ცნობები, რომ რუსი სამხედროები ქალაქ კურახოვოს გარეუბანში შევიდნენ. უკრაინის თავდაცვის უწყებაში რუსეთის არმიის იერიშების კიდევ უფრო გააქტიურებას ელიან. პარალელურად, უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის კურსკის ოლქში რუსი სამხედროების კონტრშეტევა წარუმატებელი იყო, ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი განიცადეს, თუმცა მძიმე ბრძოლის შემდეგ უკრაინელებმა იქ პოზიციები შეინარჩუნეს.
