„ეიბისი ნიუსის“ ცნობით, დონალდ ტრამპი განათლების დეპარტამენტის გაუქმებას გეგმავს
„ეიბისი ნიუსის“ ცნობით, დონალდ ტრამპი განათლების დეპარტამენტის გაუქმებას გეგმავს. როგორც ამერიკული მედია იუწყება, შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის რეფორმის გეგმა წარადგინა, რომელიც საჯარო სკოლებში ლოცვას და მოსწავლეებში პატრიოტიზმის გაღვივებას; ასევე შეუსაბამო რასობრივი, სექსუალური ან პოლიტიკური შინაარსის პროგრამების დაფინანსების შემცირებას ითვალისწინებს. ტრამპის რეფორმა სკოლებში მშობლების უფლებების გაზრდასაც მოიცავს. „ეიბისი ნიუსის“ ცნობით, დონალდ ტრამპს სურს, რომ სკოლები ინდივიდუალურად შტატებმა გააკონტროლონ და არა ფედერალურმა მთავრობამ.
