საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. მეტეხის ხიდზე მღვდელმსახურებმა პარაკლისი გადაიხადეს, რის შემდეგაც მტკვარში ყვავილების გვირგვინები ჩაუშვეს. ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით ორმხრივად არის შეზღუდული. 21:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება აეკრძალებათ ევროპის მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით.
