ოპოზიციის წევრი და მათი მხარდამჭერი ქალების აქცია ცესკოდან აღმაშენებლის ხეივანში მსვლელობით გაგრძელდა
ოპოზიციის წევრი და მათი მხარდამჭერი ქალების აქცია ცესკოდან აღმაშენებლის ხეივანში მსვლელობით გაგრძელდა. პროტესტის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალი კენჭისყრის დანიშვნის მოთხოვნით ინდივიდუალური განცხადებების დაწერას ითხოვდნენ, რის გამოც აქციის მონაწილეები შეეცადნენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში ერთად შესულიყვნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. სამართალდამცველებმა შეკრებილებს განუმარტეს, რომ შენობაში ეტაპობრივად შეუშვებდნენ. აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს ჭიშკრის გაღება, სტვენისა და შეძახილების ფონზე, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.
