ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ კვლავ აგრძელებს ამომრჩეველთა გენდერული აქტივობის თემით მანიპულაციას. ცესკოში განმარტავენ, რომ გენდერული სტატისტიკა არ შედის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებში და ის კავშირში არაა კენჭისყრის შედეგებთან.
