"ნაციონალური მოძრობის" თავმჯდომარის განცხადებას, რომ ცესკომ არჩევნების წინა დღეს უკანონოდ ჩაანაცვლა სმარტმატიკის ბრენდირებული მარკერები არაბრენდირებულით, ცენტრალური საარჩევნო კომისია სიცრუეს უწოდებს
"ნაციონალური მოძრობის" თავმჯდომარის განცხადებას, რომ ცესკომ არჩევნების წინა დღეს უკანონოდ ჩაანაცვლა სმარტმატიკის ბრენდირებული მარკერები არაბრენდირებულით, ცენტრალური საარჩევნო კომისია სიცრუეს უწოდებს. თინა ბოკუჩავას განცხადებასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც, სადაც მორიგ ცილისწამებაზე საუბრობენ. საქალაქო სასამართლოში საიას, ძლიერი საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის სარჩელების განხილვა გრძელდება. მოსარჩელე მხარე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე აკეთებს აქცენტს.