საქართველოში ევროკავშირის ელჩს რამდენიმე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი შეხვდა
საქართველოში ევროკავშირის ელჩს რამდენიმე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი შეხვდა. მათი განცხადებით, პაველ ჰერჩინსკის არჩევნებზე დარღვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, თუმცა, რა სახის მტკიცებულებებზეა საუბარი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კითხვებს თავს არიდებენ. ქარიშხალი ჭიქაში- ასეთია პრემიერის შეფასება ამ შეხვედრასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძის თქმით, ასეთი ქმედებები მხოლოდ პიარზეა გათვლილი.
