მმართველი გუნდი ევროპელი ლიდერების ულტიმატუმის სანაცვლოდ, ისევ არგუმენტებს ითხოვს
მმართველი გუნდი ევროპელი ლიდერების ულტიმატუმის სანაცვლოდ, ისევ არგუმენტებს ითხოვს. ხელისუფლება „გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონებზე ღია და სიღრმისეული დისკუსიისთვის მზად არის, თუმცა დისკუსია არგუმენტებზე უნდა იყოს დაფუძნებული. ოპოზიციას უწევს აღიაროს, რომ ამ ორ კანონთან საქართველოს ევროპული მომავალი კავშირში არ არის, თუმცა ახლა ისინი ცდილობენ ამტკიცონ, რომ ევროპისთვის პრობლემა საქართველოს ხელისუფლებაა.
