თბილისის მთავარ სამმართველოში "ქართული ოცნების" წევრის, არჩილ გორდულაძის გამოკითხვა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა
თბილისის მთავარ სამმართველოში ქართული ოცნების წევრის, არჩილ გორდულაძის გამოკითხვა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. საქმე ეხება ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ნების საწინააღმდეგოდ, საარჩევნო უბნებზე საკუთარ წარმომადგენლებად დანიშვნის ფაქტებს. ფაქტებთან დაკავშირებით მტკიცებულებები საგამოძიებო უწყებას სწორედ მმართველმა გუნდმა წარუდგინა. მათი განცხადებით, იდენტიფიცირებულია 102 შემთხვევა, როცა ოპოზიციამ ოცნების მხარდამჭერები ფარულად ან ნების საწინააღმდეგოდ სხვა რაიონებში დამკვირვებლებად დაარეგისტრირა, რის გამოც მათ არჩევნების დღეს ხმის მიცემა ვერ შეძლეს.
