ტრამპის გადაწყვეტილებით, მილიარდერი ილონ მასკი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვივეკ რამასვამი სახელმწიფო მართვის ეფექტიანობის ახალ დეპარტამენტს უხელმძღვანელებენ
ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, მილიარდერი ილონ მასკი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვივეკ რამასვამი სახელმწიფო მართვის ეფექტიანობის ახალ დეპარტამენტს უხელმძღვანელებენ. დეპარტამენტს სახელმწიფო სააგენტოს სტატუსი არ აქვს. დონალდ ტრამპის განცხადებით, ახალი დეპარტამენტის მიზანი სამთავრობო სისტემის გარდაქმნაა. მისი თქმით, მასკი და რამასვამი სამთავრობო ბიუროკრატიის გასანადგურებლად გზას გაუხსნიან მის ადმინისტრაციას. იგეგმება ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაცია, ჭარბი რეგულაციების მოხსნა და უსარგებლო ხარჯების შემცირება. ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს სამთავრობო რესურსების ფლანგვაში მონაწილე სისტემაში მომუშავე ადამიანებისთვის შოკის მომგვრელი იქნება.
