არაბეთის ზღვაში ამერიკის შეერთებული შტატების ორ სამხედრო ხომალდს თავს ჰუსიტები დაესხნენ
არაბეთის ზღვაში ამერიკის შეერთებული შტატების ორ სამხედრო ხომალდს თავს ჰუსიტები დაესხნენ. პენტაგონის განცხადებით, ხომალდების მიმართულებით 8 დრონი, ხუთი ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა და სამი საკრუიზო რაკეტა გაუშვეს. შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების განცხადებით, მათ თავდასხმის მოგერიება მოახერხეს და არავინ დაშავებულა. მანამდე შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ იემენში შიიტი ჰუსიტების იარაღის შესანახ ბაზებზე საჰაერო თავდასხმები მოაწყო.
