თბილისში ფიფას პრეზიდენტი ჩამოვიდა
თბილისში ფიფას პრეზიდენტი ჩამოვიდა. ჯანი ინფანტინოსთან ერთად, საქართველოს დედაქალაქს მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს სხვა მაღალჩინოსნებიც ესტუმრნენ. ინფანტინო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ის ასევე გაეცნო საფეხბურთო ინფრასტრუქტურას. კერძოდ კი დაათვალიერა ყოფილი „ავაზის“ ტერიტორიაზე დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა, რომელზეც ფეხბურთის ფედერაცია ფიფას თანადაფინანსებით მუშაობს.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ერქვანია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
