საქალაქო სასამართლოში საიას, “ძლიერი საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” სარჩელების განხილვა გრძელდება
საქალაქო სასამართლოში საიას, “ძლიერი საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” სარჩელების განხილვა გრძელდება. მოსარჩელე მხარე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე საუბრობს. ნაციონალური მოძრობის თავმჯდომარის განცხადებით, ცესკომ არჩევნების წინა დღეს უკანონოდ ჩაანაცვლა სმარტმატიკის ბრენდირებული მარკერები არაბრენდირებულით. ბოკუჩავას ამ განცხადებას მორიგ ცილისწამებას უწოდებენ მმართველ გუნდში.