ისრაელის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებშია
ისრაელის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებშია. ისააკ ჰერცოგს თეთრ სახლში ჯო ბაიდენმა უმასპინძლა. შეხვედრისას ისრაელის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ შტატების ახალი ადმინისტრაციის მთავარი მიზანი იმის უზრუნველყოფა იქნება, რომ ირანი ისრაელის წინააღმდეგ „ბოროტ განზრახვებს ვერ შეასრულებს“.
