ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ირანელ ხალხს საგანგებო განცხადებით მიმართა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ირანელ ხალხს საგანგებო განცხადებით მიმართა. ბენიამინ ნეთანიაჰუ მიიჩნევს, რომ ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის რეჟიმი ირანელ ხალხს უფრო აშინებს, ვიდრე ისრაელს. ისრაელის პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ისიც, რომ თუ ირანი ისრაელს თავს ისევ დაესხმება, ისრაელი შეეცდება, მას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენოს.
