საფრანგეთის მთავრობამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის „მირაჟ ორი ათასი“ ტიპის 6 მოიერიშე თვითმფრინავის მიწოდება ოფიციალურად დაადასტურა
საფრანგეთის მთავრობამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის „მირაჟ ორი ათასი“ ტიპის 6 მოიერიშე თვითმფრინავის მიწოდება ოფიციალურად დაადასტურა. ოფიციალურ პარიზზე დაყრდნობით პორტალი „არმი რეკოგნეიშენი“ წერს, რომ სამხედრო თვითმფრინავების მიწოდების პროცესი 2024 წლის ივნისში, პრეზიდენტ მაკრონის დაპირების შემდეგ დაიწყო. მათი უკრაინაში ჩაყვანა კი ტექნიკური მოდიფიკაციის შემდეგ, 2025 წლის პირველ ნახევარში იგეგმება. მანამდე საფრანგეთი თვითმფრინავების მართვისთვის უკრაინელი მფრინავებისა და ტექნიკოსების გადამზადებას უზრუნველყოფს.
