გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება
გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება. თარიღი ქვეყნის პრეზიდენტმა მმართველი კოალიციისა და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ დაამტკიცა. მანამდე, 16 დეკემბერს ბუნდესტაგში მთავრობის ნდობის საკითხზე კენჭისყრა გაიმართება. პრეზიდენტმა მოუწოდა ყველა საპარლამენტო ჯგუფს, პასუხისმგებლობით და ერთობლივად განიხილონ, კიდევ რომელი საკანონმდებლო წინადადებების განხორციელებაა შესაძლებელი გერმანიის შიდა და გარე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
