გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, კახეთის მხარის რწმუნებულთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტში, კომპანია „ყვარლის ბაგსა“ სტუმრობდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, კახეთის მხარის რწმუნებულთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტში, კომპანია „ყვარლის ბაგსა“ სტუმრობდა, სადაც მსხვილფეხა საქონლის ფერმერული მეურნეობა დაათვალიერა. „ყვარლის ბაგა“ ებრაული მოდელის ფერმაა, რომელიც 10 წლის წინ შეიქმნა, მასში30 მილიონი დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. ფერმაში 150-მდე ადგილობრივია დასაქმებული.
