არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოკითხვები გრძელდება
არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. გენერალურ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ჯაფარიძე პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და გამოკითხვაზე სასამართლოში მივა.
