მოგონებები თემურ ჩალაბაშვილზე
მწერალთა სახლში პოეტ თემურ ჩალაბაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი გამოცემა - „მოგონებები თემურ ჩალაბაშვილზე“ აერთიანებს პოეტის შესახებ 150-მდე მოგონებას. პრეზენტაცია სიმბოლურად პოეტის დაბადების დღეს შედგა. თემურ ჩალაბაშვილი გაიხსენეს მისმა მეგობრებმა, მწერლებმა, პოეტებმა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. კრებულის წარდგენასთან ერთად, საღამოზე შესრულდა პოეტის ლექსებზე შექმნილი მუსიკალური ნომრები.
