MTV-ის დაჯილდოება
დიდ ბრიტანეთში MTV-ი ევროპის მუსიკალური დაჯილდოების 30-ე ცერემონია გაიმართა. 4 პრიზით ტეილორ სვიფტი საღამოს რეკორდსმენი კიდევ ერთხელ გახდა. 3 ჯილდოთი დაბრუნდა სახლში აფროამერიკელი ამომავალი ვარსკვლავი თალა. სპეციალური საპატიო პრიზი, როგორც გლობალური გავლენის მქონე არტისტს, ბასთა რაიმსს მიენიჭა. MTV-ი ევროპის მუსიკალური დაჯილდოების გამარჯვებულები 25 სხვადასხვა ნომინაციაში, თაყვანისმცემელთა ხმის მიცემის შედეგად, მანჩესტერში გამოვლინდნენ.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
