ვეტერანთა დაჯილდოება
ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურში საბრძოლო მოქმედებების დროს და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ ლევან ქეცბაია, ბესარიონ მამუკელაშვილი და სპარტაკ მარხულია. ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი მიენიჭათ ბადრი ბაღათურიას, კობა მირზაშვილს და მალხაზ გაჩეჩილაძეს. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.