ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. ხმაური „რუსული ინვესტიციების შეღავათიანი პირობების შესახებ“ ე.წ შეთანხმების პროექტს მოჰყვა. დააკავეს საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე. იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. დაკავებულთა ახლობლებმა და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა, მათი გათავისუფლების მოთხოვნით, რამდენიმე ადგილას ავტომაგისტრალიც გადაკეტეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოხუმში ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას სამხედრო ტექნიკა იცავს.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
