უკანონოდ დაკავებულები
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ინფორმაცია უკვე აქვთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, უსაფრთხოების სამსახური კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალებს ეკისრება.
