ისრაელმა ლიბანის დედაქალაქში საჰაერო შეტევა განახორციელა
ისრაელმა ლიბანის დედაქალაქში საჰაერო შეტევა განახორციელა. ბეირუთის სამხრეთ ნაწილში თავდასხმამდე ცახალმა რაიონში, ახლომდებარე ტერიტორიაზე 11 შენობიდან მოსახლეობის ევაკუაციის რეკომენდაცია გასცა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, მათი სამიზნე შიიტური მოძრაობა ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა იყო. საჰაერო დარტყმები განხორციელდა ლიბანის ჩრდილოეთშიც. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აინ იაქუბის დასახლებაზე შეტევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. ცახალის განცხადებით, დაზვერვის მიერ მოპოვებული ცნობებით აღნიშნულ ტერიტორიაზე ტერორისტები იმალებოდნენ, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია კი გაზვიადებულია.