გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დიდი ალბათობით 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება
გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დიდი ალბათობით 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება. თარიღთან დაკავშირებით შეთანხმებას მმართველმა სოციალ-დემოკრატებმა და ოპოზიციონერმა კონსერვატორებმა მიაღწიეს. ახლა თარიღი პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს. მმართველი კოალიციის მიმართ ნდობის საკითხზე კენჭისყრის თარიღს კი კანცლერი, ოლაფ შოლცი უახლოეს დღეებში დაასახელებს. გერმანული მედიის ცნობით, ნდობის შესახებ კენჭისყრა შესაძლოა 18 დეკემბერს ჩატარდეს. გერმანიაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გაღვივდა, რაც გასულ კვირას მმართველ კოალიციაში ფინანსურ საკითხებზე უთანხმოების გამო ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
