Sky News-ის რეპორტიორი სტიუარტ რამზი, უკრაინაში ფრონტის ხაზზე იმყოფება
Sky News-ის რეპორტიორი სტიუარტ რამზი, უკრაინაში ფრონტის ხაზზე იმყოფება. მისი განცხადებით, უკრაინის არმია რთულ ვითარებაშია. უკრაინელ სამხედროებს პოზიციების დაცვა კარგად აქვთ ორგანიზებული, თუმცა არმია ოკუპანტის შეტევის შესაჩერებლად ქვეითებისა და ომის წარმოების მნიშვნელოვანი კომპონენტების ნაკლებობას განიცდის. ჟურნალისტი ამბობს, რომ ასეთ ვითარებაში ომის წარმართვისთვის, უკრაინას დასავლური სამხედრო დახმარება დაუყოვნებლივ სჭირდება.
