სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. განახლდა წყალმომარაგების ქსელები. ეწყობა ახალი სანიაღვრე ქსელი. დაგეგმილია გაზმომარაგების ქსელების რეაბილიტაცია, ახალი გარე განათების დამონტაჟება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. განახლების პროცესს თბილისის მერი გაეცნო.